ნატოს გენერალური მდივანი, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანდერს ფოგ რასმუსენის მანდატი 2013 წელს იწურება, თუმცა იგი თავის მისიას 2014 წლამდე შეასრულებს, მანამდე ვიდრე აბდულა გიულის უფლებამოსილებს ამოიწურება თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე.
თურქული მედია პროგნოზირებს, რომ არის ალბათობა იმისა, რომ მისი კანდიდატურა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იქნას წარდგენილი. მედიის ინფორმაციით, ალიანსმა წამოაყენა წინადადება გენერალურ მდივნად თურქეთის მოქალაქის არჩევის შესახებ ათი წლის განმავლობაში.
თურქეთი ნატოში 1952 წლის 18 თებერვალს გაწევრიანდა და მიმდინარე წელს ალიანსი თავისი წევრობის 60 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყანა გამოთქვამს სურვილს გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი ამოცანები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში.