"ხალხის პარტიამ" რამდენიმე კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამის დემონსტრირება პარტიის ლიდერმა, კობა დავითაშვილმა დღეს, მეტრო "რუსთაველთან" გამართულ აქციაზე მოახდინა.
"ხალხის პარტიის" მოთხოვნები რამდენიმე კანონპროექტს ეხება - საპენსიო ასაკის დაწევა ქალებისთვის 55 წლამდე, ხოლო მამაკაცებისთვის 60-დე, პენსიის მომატება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება, 50% - ანი საარჩევნო ბარიერი და პარიტეტი საარჩევნო კომისიაში პოლიტიკურ პარტიებს შორის.
"ჩვენი მიზანია თვითეულ კანონპროექტზე 30 000 ხელმოწერის მოგროვება. ხელმოწერების დიდი ნაწილი უკვე მოგროვილი გვაქვს და იმედია 25 იანვრამდე უკვე სრულად გვექნება. ამის შემდეგ ხელმოწერები შევა პარლამენტში, თუმცა ეს უკვე არ ნიშნავს უეჭველ გამარჯვებას, ჩვენ ვაპირებთ ეს 30 000 ადამიანი მოვიწვიოთ პარლამენტის შენობასთან და იქ დავიცავთ ჩვენი უფლებები", - განაცხადა "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა.