თურქეთში დაღუპული ქართველების ოჯახის წევრები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. მათი განცხადებით, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, გადმოსვენებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.
გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი კუსტარულად დამზადებული სპირტიანი სასმელი გახდა.
ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული საქართველოს ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის, 22 წლის გაიოზ ასატუროვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ასატუროვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდები თურქეთში სამუშაოდ ორი კვირის წინ წავიდნენ და იქ ჯინსების ფაბრიკაში მუშაობდნენ.
გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. საქმეში საქართველოს საკონსულო უკვე ჩაერთო.