ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის მიღწეული შეთანხმება არ გამორიცხავს ირანზე დარტყმის მიყენებას. ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა გააკეთა.
არაბული რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მან ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის მოლაპარაკებათ მორიგი რაუდის გამართვის წინ გააკეთა, ბარაქმა განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ირანმა ვერ შეძლოს ატომური იარაღის მიღება მოქმედების არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვალმა იუკია ამანოს განცხადებით, თეირანთან ირანის ბირთვული ობიექტების ინსპექტირების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და მას უახლოეს დროში მოეწერება ხელი.