ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაკის ჩამოგდებიდან 15 თვის შემდეგ პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. სწორედ ეგვიპტეში დაწყებულმა სახალხო მღელვარებებმა მიიღო სახელწოდება "არაბული გაზაფხული".
ეგვიპტეში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში 12 კანდიდატი - ისლამისტები, არარელიგიური პოლიტიკოსები, ანტისამთავრობო აქტივისტები და მუბარაქის ეპოქის მინისტრები მონაწილეობენ.
ეგვიპტეში 50 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. გამოკითხვების თანახმად მათმა მესამედმა ჯერ არჩევანი ვერ გააკეთა და არ იცი ხმას ვის მისცემს.
ქვეყნის მმართველმა სამხედრო საბჭომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და სამოქალაქო მთავრობისათვის ხელისუფლების გაცემს პირობა დადო.
ამ არჩევნებს უკვე უწოდეს ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის დაწყება, ვინაიდან ეგვიპტელები 5 ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე პირველად ირჩევენ ლიდერს დემოკრატიული ხმის მიცემის მეშვეობით.
თუ არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული არ გაირკვა, მეორე ტური 16 ან 17 ივნისს გაიმართება.