ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატოს გაფართოება მომავალშიც იგეგმება და ამას ხელს ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეუშლის.
"უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ნატო თავად წყვეტს გაფართოების საკითხს. ამ სამიტზე ნათლად დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება. ეს ფაქტი ჩვენს ხელშეკრულებაშია ჩადებული. იქ მე-10 მუხლში ნათლადაა აღნიშნული, რომ ალიანსს შეუძლია შესთავაზოს წევრობა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანა და ალიანსის პრინციპების გაზიარება. ასეთი სწორედ ასეთი ქვეყნები შეიძლება გახდნენ ალიანსის წევრები. Eეს ნატოს გადაწყვეტილებაა და არც ერთ მესამე ქვეყანას არ შეუძლია მისი დაბლოკვა", _ განცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაAანდრეს ფოგ რასმუსენმა ჩიკაგოში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ.
მისივე განცხადებით, საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის ერთობლივი კომისია ჩამიყალიბდა.
"რაც შეეხება საქართველოს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ნატო-საქართველოს კომისია და ჩვენი თანამშრომლობა მის ფარგლებში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დიალოგი და გვსურს მომდევნო წლებში მისი გაღრმავება. მაგალითისთვის ჩვენ ამ სამიტზე წამოვიწყეთ კოლექტიური ძალის ინიციატივა, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთობლივ მუშაობას გააუმჯობესებს. გვინდა მასში პარტნიორების ჩართვა და, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსაც გულისხმობს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან რასმუსენმა.
ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს საქართველოს სამხედროებთან ურთიერთობის კარი გამოცდილება აქვს.
,,უკვე გვაქვს ქართველ სამხედროებთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი გამოცდილება ავღანეთში, თუმცა ჩვენი ოპერაცია დასასრულს უახლოვდება მიუხედავად ამისა მაინც გავაგრძელებთ ასეთი სახის თანამშრომლობას".