საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 23 მაისიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება. ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.
შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცვლის მოძრაობის მიმართულებას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ მერიის ცხელ ხაზზე: 2-72-22-22 .