საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასპინძლობს ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის.
ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები საგამომცემლო და ლიტერატურულ სფეროში. ფორუმში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გამომცემლები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ავსტრია).
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.