ხვალ, 23 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისს ეწევვა.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იგი ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტების პროფესორ-ლექტორებს შეხვდება. შემდეგ კი პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი აღნიშნული უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულებებს გააფორმებს, რომელიც პარლამენტში სტუდენტების სტაჟირებას შეეხება.