ხვალ, 23 მაისს, 18:00 საათზე, საგანმანათლებლო ცენტრ "ლანგეითთან" არსებულ თავისუფალი შეხვედრების კლუბში ქართული რადიოს დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
საღამოზე ნაჩვენები იქნება რადიოჟურნალისტების მიერ კერძო არქივში შემონახული საინტერესო საარქივო ვიდეომასალა, ასევე ჟურნალისტ ირმა ხარშილაძის მიერ შემონახული 15 წლის წინანდელი კადრები, სადაც გადაღებული არის რადიოს მაშინდელი დიჯეები: მომღერალი აჩი ფურცელაძე და BBჩ-ის ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი.
საღამოს დაესწრებიან საქართველოს, ამჟამად კი საზოგადოებრივი რადიოს ძველი და ახალი თანამშრომლები, მათ შორის: თამარ ჭოხონელიძე, ნანული აბესაძე, ზურაბ ცინცქილაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ნანული სარაჯიშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ასევე რადიოს ძველი ხელმძღვანელები რამინ ჭელიძე და ვახტანგ ნანიტაშვილი.
საქართველოს რადიო 1925 წლიდან მაუწყებლობს. პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გადაიცა.