საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისთვის თავის არიდებისას, პატიმრობის გარდა ალტერნატივად, ჯარიმაც შემოდის. ამასთან დაკავშირებით ცვლილება პარლამენტმა "სისხლის სამართლის კოდექსში", დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კოდექსის აქამდე მოქმედი რედაქციით, თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე, ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისთვის თავის არიდებისას, პატიმრობის გარდა ალტერნატივად, ჯარიმაც შემოდის.