ქართული წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში" გაიმართება, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შეიქმნას ისახავს მიზნად.
გამოფენაზე 250-ზე მეტი საწარმო სხვადასხვა, მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს. თბილისის მერი ყოველდღიურად იმ საწარმოების მუშაობას ეცნობა, რომლებიც სამრეწველო აღლუმში მონაწილეობენ.
გიგი უგულავა დღეს საკაბელო პროდუქციის მწარმოებელ კომპანია "კავკაზ კაბელში,, სამუშაო პროცესს დაესწრო და პროდუქცია ადგილზე დაათვალიერა.
საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი საწარმო 26 მაისს სამრეწველო აღლუმში მიიღებს მონაწილეობას და დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვან პროდუქციას გააცნობს.