საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 23 მაისიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება . ზაარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება, მარჯანიშვილის ,წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.
შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცვლის მოძრაობის მიმართულებას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ მერიის ცხელ ხაზზე: 2-72-22-22