დღეს, 22 მაისს, 10:00 საათზე, ბულაჩაურის მწვანე ცენტრი უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას თემაზე - გარემოს დაცვა სამხრეთ კავკასიაში. კონფერენციის მიზანია, გააცნოს დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, ასევე, ინფორმაცია გარემოსდაცვის სფეროში მიმდინარე მსგავსი რეგიონალური პროექტების შესახებ. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარემოსდაცვის სამინისტროების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.