საქართველოს კონსტიტუციაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება, პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
ცვლილებათა პროექტი პლენარულ სხდომაზე დღის მეორე ნახევარში გავა, მანამდე მას მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტით, კონსტიტუციას 104/4 მუხლი ემატება, რომელიც მის გარდამავალ დებულებებში იდება. მისი შინაარსი ასეთია: "2014 წლის 1-el იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
ამავე საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტით, პირებს დეპუტატად არჩევის შესაძლებლობა 25-ის ნაცვლად, 21 წლიდან მიეცემათ.