ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
კობა ფარტენაძე გუშინ, ადმინისტრაციული წესით ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლების შესაბამისად 17 აგვისტოს დააკავეს. გუშინვე კობა ფარტენაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.
კობა ფარტენაძეს მანამდე, ბათუმში, 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს.