ხვალ, 22 მაისს, 15:00 საათზე, "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული დახმარების ოფისის ხელმძღვანელი მათიას ვაინგართი ხელს მოაწერენ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის თანახმად, გადამზადდება "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" ფილიალების - თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატების პერსონალი.
მემორანდუმის მიზანია, აღნიშნული პერსონალის პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა, პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარების ღირსეული, ჯანმრთელი, დამოუკიდებელი, აქტიური და შემოქმედებითი სიბერის უზრუნველსაყოფად ინოვაციური სერვისების დანერგვა და შემდგომი განვითარება.