უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოში საჯარო მოხელედ მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები " საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს, ფლობს სახელმწიფო ენას და არის 21 წლის და მეტი, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო მოხელედ მუშაობის დაწყება შეეძლება. ასეთი პირები მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებს ვერ დაიკავებენ.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების პროცესი, პირველი მარტიდან დაიწყო და გავრცელებული ინფორმაციით, ამ სტატუსს მაისი ბოლომდე 50 ადამინი მიიღებს.