იემენის დედაქალაქში სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროს ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაღუპულია 50-მდე სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად 40 სამხედროა დღუპული.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტმა სამხედრო ფორმა ჩაიცვა და იემენის გაერთიანების 22 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციის ადგილზე მივიდა. ამის შემდეგ მან თავი აიფეთქა.
სამხედრო აღლუმი ხვალ, 22 მაისს, უნდა ჩატარებულიყო, რომელზეც დასწრებას იემენის პრეზიდენტი აბდ რაბბო ხადი აპირებდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პრეზიდენტ ალი აბდალა სალეხის თანამდებობიდან წავლის შემდეგ მდგომარეობა გართულდა. სალეხის გადადგომის შემდეგ, რომელიც ქვეყანას 34 წლის განმავლობაში მართავდა, მისი ადგილი აბდ რაბბო ხადიმ დაიკავა.
სწორედ ამ დროიდან ქვეყანაში ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდნენ, რომლებმაც საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ამ დაჯგუფებებს შორის სპეციალისტები გამოყოფენ ალ ქაიდას იემენის დაჯგუფებას, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში ყველაზე აქტიურ დაჯგუფებად ითვლება.