პროფესორმა ნესტან კირთაძემ საფუძველი ჩაუყარა „ ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის" პარტნიორობას მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციასთან ( OECD).
შეხვედრის მასპინძელმა , გლობალური ურთიერთობების სეკრეტარიატის ხელმძღვანელმა ჟან შუიერმა (Jan Schuijer) პროფესორი კირთაძე ოფიციალურად მიიწვია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალურ ფორუმში მუდმივი თანამშრომლობის სტატუსით.
ჟან შუიერმა დაადასტურა რომ , „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლი" შეყვანილი იქნება OECD -ის ექსპერტების საერთაშორისო ქსელში.
შეხვედრა გაიმართა პარიზში , OECD - ის შტაბ-ბინაში , სადაც საერთაშორისო ეკონომიკურმა ექსპერტებმა განიხილეს „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის „ ლიდერის მიერ წარდგენილი ეკონომიკური პროექტების პაკეტი.
„ჩვენი მოძრაობის განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია , რომ აფხაზებს და ოსებს შევთავაზოთ ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტები . ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თავისუფალ მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას. სწორედ ეს მოდელი მოიტანს ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენას . მშვიდობას და სტაბილურობას არა მხოლოდ ქართველებსა და აფხაზებს , ქართველებსა და ოსებს შორის , არამედ ხანგრძლივ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიფიქროთ და დავგეგმოთ რომ ათი წლის შემდეგ რეგიონი ეკონომიკურად თანაბრად განვითარებული იყოს „ - აღნიშნა შეხვედრაზე ნესტან კირთაძემ .
ჟან შუიერმა მადლობა გადაუხადა ქართველ პროფესორს საქმიანი წინადადებების პაკეტისთვის.
„სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენთვის უაღრესად საინტერესოა რათა შევისწავლოთ და განვიხილოთ ახალი პროექტები და შევქმნათ რეგიონის ეკონომიკური განვითარების მომავლის გეგმა. ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის ეს ინიციატივები კი უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური მგანვითარების რეალური სურათის შესაქმნელად ", - განაცხადა ჟან შუიერმა.
OECD -მ მიიღო , აგრეთვე , პროფესორ კირთაძის კიდევ ერთი პრაქტიკული წინადადება რომ უახლოეს მომავალში წამყვანი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციის ექსპერტებმა მოამზადონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ანალიზი და აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თავისუფალი ვაჭრობის , მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შესახებ ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების პროსპექტი.
OECD -ის ევრაზიის პროგრამების ექსპერტი მარინა ჩერნოვი უახლოეს მომავალში ოფიციალურად მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას , რათა OECD -მ ასეთი კვლევა განახორციელოს .
ურთიერთ თანამშრომლობის შეთანხმება შედგა, აგრეთვე, საერთაშორისო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პრესის დეპარტამენტთან , რომელმაც ამ მიმართულებით უკვე გამოყო სპეციალური პირი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ორგანიზაციის ექსპერტები ითანამშრომლებენ თბილისში უახლოეს მომავალში გამომავალ სამენოვან გაზეთთან - „თბილისი-სოხუმი თბილისი-ცხინვალი" ხოლო გაზეთი რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციას .
21 მაისიდან ნესტან კირთაძე შეხვედრებს სტრასბურგში განაგრძობს.