უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო დარწმუნებულია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში პარტია "რეგიონები" გაიმარჯვებს.
"ჩვენ არჩევნებში პირველ ადგილს დავიკავებთ და ვფიქრობ, რომ პარტია ხმების 30 %-ს აიღებს"- დასძინა ტიგიოპკომ, რომელიც დარწმუნებულია, რომ "რეგიონების" პარტია ქვეყანაში კორუფციის დონის მინიმუმამდე დაყვანას მოახერხებს.
"კორუფციის პრობლემა დღეს ყველაზე აქტუალურია. კორუფციაზე საუბარი ყველას შეუძლია, თუმცა "რეგიონების პარტიამ კონკრეტული ქმედებები უნდა გაატაროს"- აცხადებს სერგეი ტიგიპკო.