ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ სიურპრიზს სთავაზობს. ხვალ, 19 მაისს, 12:00 საათზე, ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს ბიბლიოთეკარების ნაცვლად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები მოემსახურებიან.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს 12 სტუდენტი. ასეთი აქცია უკვე მეორედ ტარდება. წინა აქციაში მკითხველებს ბიბლიოთეკარების ნაცვლად ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატები მოემსახურნენ.