12 მაისს წვიმისგან დატბორილი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მცხოვრები დევნილები 18 მაისს კვლავ ნავებით გადაადგილდებიან.
სასმელი წყლის და ელექტრო ენერგიის გარეშე მცხოვრებ დევნილებს უკვე ჭუჭყიან წყალში არსებული დაავადებების მატარებელი ქვეწარმავლების ეშინიათ. დაპირებისამებრ დღეს დევნილები კოალიცია „ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ მოინახულა.
აბაშიძემ ხელისუფლების შემოწმების მიზნით პირადად გაესაუბრა მოსახლეობას.
„სად არის იმ დაპირებების შედეგი, რომელზეც გიგი უგულავა წინასაარჩევნოდ საუბრობდა?! ჩვენ მუდმივად უნდა გავახმაუროთ ეს თემა და ერთად ვიბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის" - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ