ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვში გამგზავრებას ვერ ახერხებს.
კონსტანტინე გამსახურდიამ ვიზისთვის რამდენიმე დღის წინ მიმართა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დამცველ სექციას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია განმარტავს, რუსეთის მხარისთვის ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიემართა სპეციალური ნოტით, რათა პარლამენტის წევრისათვის ვიზა გაეცათ.
"მოსკოვში ჩვენ გადავწვიტეთ გამგზავრება, რათა დავკითხოთ ის მაღალჩინოსნები და ძალოვნები რომლებსაც შესაძლოა ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდონ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. განაცხადი არის რათქმაუნდა პარლამენტის ოფიციალურ ბლანკზე, მაგრამ ეს არის უჩვეულო გზა. ჩვეული გზა იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული ნოტა, რასაც მოყვებოდა მათის მხრიდან დაუყოვნებლიბი რეაგირება ანუ ვიზის გაცემა. ვინაიდან ეს ასე არ მოხდა კონული ვერ იღებს გადაწყვეტილებას და იგი უცდის თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მითითებას",_ აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.B
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის თავმჯდომარეს მოსკოვში დაგეგმილი აქვს შეხვედრა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, რომლებსაც შესაძლოა საქართველო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია ჰქონდეთ. იგი ამ მიზნით იგი შოთა კვირაიასთან, თენგიზ კიტოვანთან და იგორ გიორგაძეთან გეგმავს გასაუბრებას.