დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ბათუმში ანბანის კოშკის მშენებლობისთვის გამოყოფილ ხარჯებს აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის სულხან ღლონტის განაცხადებით, „ეგრეთ წოდებული ანბანის კოშკის ასაშენებლად სახელმწიფომ საბოლოო ჯამში დახარჯა 65 000 000 ლარი. მაშინ როცა აჭარაში 4500 ოჯახი ეკომიგრანტია და განსახლებას საჭიროებს. მათგან სასწრაფო განსახლებას ექვემდებარება 1000-მდე ოჯახი.
65 მილიონი ლარით შეიძლებოდა 2000 ახალი ბინის აშენება, ანუ 2000 ოჯახის უზუნველყოფა კეთილმოწყობილი ბინებით, რითაც ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემას პრაქტიკულად ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა.
„ბათუმში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება არამიზნობრივად და ეს მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ჩვენი აზრით, ასეთი ობიექტების მშენებლობის უკან კორუფციული გარიგებები იმალება. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით ვაგრძელებთ კვლევას და ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება"-განაცხადა სულხან ღლონტმა