რუსეთის ახალი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ G8-ის სამიტზე მას არაფერი ესაქმება. წერს "Foreign Policy"-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში Peterson Institute for International Economics-ის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ანდერს ასლუნდი. "მაშ G7 -მა შეაფასოს სათანადოდ პუტინის საქციელი", - წერს ავტორი. ანდერს ასლუნდი ურჩევს ობამას "გადატვირთვის" "კონცეფციას გადახედოს, ვინაიდან ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა".
ანდერს ასლუნდის აზრით, თუ მედვედევმა პრეზიდენტრად ყოფნისას რუსეთის ურთიერთობა "პრაქტიკულად ყველასთან დაალაგა" ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტულ ამოცანად ევრაზიული კავშირის შექმნა დაასახელა.
"ეს არათავდაჯერებულობისა და იზოლაციის ნიშნავია", _ მიიჩნევს ავტორი. ამის შემდეგ პუტინმა განაცხადა რომ G8-ის სამიტზე არ ჩავა. უარის ოფიციალურ მიზეზს, სტატიის ავტორი "სიმართლესთან შეუსაბამოდ" მიიჩნევს.
"პუტინმა სისტემატიური მოქმედებით, ნახევრადდემოკრატიული რუსეთი ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადააქცია. მრავალი ამბავი დადის მის ყბარაღებულ კორიფციაზე. რაც ვიზამთ, დიპლომატიური ურთიერთობების გამო, შესაძლოა კავშირი სხვა და სხვა ხალხთან გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთმა პუტინი ყველა ფორუმზე უნდა დაპატიჟოს", _ აცხადებს ავტორი და ნატო-რუსეთის საბჭოსა და G8-ის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
"რუსეთი უკვე აღარ არის დემოკრატიული ამ სიტყვის ყველაზე ბუნდოვანი გაგებითაც კი და ამიტომაც G8-ში რუსეთის ყოფნის ყველა საფუძველი გამქრალია. G8-ის ლიდერთა შორის პუტინის ყველა მეგობარი - ბერლუსკონი, შრედერი, შირაკი "წავიდნენ და სამართლიანადაც იყვნენ დისკრედიტირებულნი", _ მიიჩნევს ავტორი.
მისივე აზრით, ობამამ პუტინი-პრეზიდენტი უნდა უკუაგდოს. ობამამ პუტინს უნდა გააგებინოს, რომ მას არ შეხვდება მანამ ვიდრე აშშ-ს ელჩის მაკფოლის დევნა არ შეწყდება.
მისივე აზრით, G8-ის სამიტთან დაკავშირებულ სიტუაციაში ობამამ "თავის დამცირების საშუალება მისცა". "ობამას მისთვის უნდა ეთქვა, რომ მისთვის გასაგებია, რომ პუტინს სამიტი არ აინტერესებს, ვინაიდან რუსეთი უკვე აღარ არის დემოკრატიული და ამიტომაც G7 -ს ამ კლუბში რუსეთის დაპატიჟების არავითარი საფუძველი არ ექნებოდა".
ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებს, ავტორის აზრით, აქ - G20 -სა და ვმო-ში რუსეთს სიხარულით უნდა მიესალმოთ.
"ამერიკა დაინტერესებულია შემოსავლიან ვაჭრობაში რუსეთთან, მაგრამ აშშ ასევე დაინტერესებული იმით, რომ რუსეთს თავის ადგილზე მიუთითოს",_ აცხადებს ანდერს ასლუნდი და დასძენს, რომ ობამას პუტინის მიმართ მონური დამოკიდებულება აქვს, რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს.