უკრაინის ქალაქ პოვლოგრადის მე-15 სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლე, 17 წლის ანასტასია ატესტების გადაცემის ცერემონიალზე, ფაქტობრივად, შიშველი მივიდა. თავისი ამ ქმედების გამო ანასტასია ერთ დღეში მოექცა არა მხოლოდ ადგილობრივი მედიისა და სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში, არამედ მასზე წერენ სხვადასხვა სოლიდური მედიასაშუალებები.
ანასტასიას "შოკმა" დაგეგმილი ცერემონიალი სხვა მიმართულებით "წაიყვანა". მთავარი თემა არა თავად სკოლის დამთავარება, არამედ მისი ჩაცმულობა გახდა.
გოგონას დედა, რომელიც სკოლის მასწავლებელია, აცხადებს, რომ იგი თავნება, მაგრამ ნიჭიერი და გულისხმიერია. რაც შეეხება მამას, ის აბსოლუტურად ნორმალურად შეხვდა გოგონას მიერ გაკეთებულ არჩევანს მის გარდერობთან დაკავშირებით.
ქალაქის განათლების განყოფილებამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალში, ყველა სკოლის დირექტორი ვალდებული იქნება შეითახმოს ასეთ ცერემონიალებში მონაწილეთა ჩაცმულობა. თავად ანასტასია კი აცხადებს, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს საკუთარ არჩევანსი ვერ ხედავს. სამომავლლოდ მას სურს, რომ გახდეს პოპულარილი ტელეწაამყვანი და და ახლა მისი მთავარი ამოცანაა კარგი განათლება მიიღოს.
ვრცელდება ინფოორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინის სხვადასხვა სკოლებში ანასტასიას მიმბაძველებიც გამოჩდნენ, რომლებიც ასევე ცდილობენ, რაც შეიძლება პიკანტურ გარდერობში გამოცხადდნენ გამოსაშვებ საღამოებსა და ატესტატების გადაცემის ცერემონიალზე.