დღეს,18 მაისს, 11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
საზეიმო ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის (ზაარბრიუკენის) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 30 წელია წარმატებით ხორციელდება. გერმანული კვირეულის ფარგლებში თსუ-ს ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ფოლკერ ლინევებერი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ეწვევიან.
ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობა სხვადასხვა ორგანიზაციის და ფონდის მხარდაჭერით, ასევე DAAD-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ხელშეწყობით ხორციელდება.