პრაიმერის ინიციატორი პარტიები "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "კონსერვატიული პარტია" და "ხალხის პარტია" პრაიმერთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობენ.
ლიერები ზურაბ ნოღაიდელი, კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური და ალეკო შალამბერიძე 22 იანვარს, 15:00 საათზე, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ოფისში (ლვოვის ქუჩა #56) მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს თავმჯდომარეს ავთანდილ დავითაიას შეხვდებიან.