დღეს, 18 მაისს, უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმში, რომელიც "რეფორმატორთა კლუბისა" და უკრაინაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება. ფორუმი კიევში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში გაიმართება
ქართულ-უკრაინული ბიზნესფორუმი სასტუმრო INTERCONTINENTAL KYIV-ში გაიმართება. ბიზნესფორუმში უკრაინულ და ქართულ ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საქართველოში უკრაინის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვასილ ციბენკო, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე, "რეფორმატორთა კლუბის" პრეზიდენტი ისკანდერ ხისამი და სხვები.