ხვალ, 18 მაისს, 11:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-სა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
საზეიმო ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის (ზაარბრიუკენის) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 30 წელია წარმატებით ხორციელდება. გერმანული კვირეულის ფარგლებში თსუ-ს ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ფოლკერ ლინევებერი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ეწვევიან.
ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობა სხვადასხვა ორგანიზაციის და ფონდის მხარდაჭერით, ასევე DAAD-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ხელშეწყობით ხორციელდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, 115-ე აუდიტორია (მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)