აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მიყენების გეგმაზე მუშაობა დაასრულა და სრულად მზად არის მის განსახორციელებლად. განცხადება ამის შესახებ ისრაელში აშშ-ს ელჩმა დენიელ საპირომ გააკეთა.
აშშ და ისრაელი ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იქნება უკიდურესი ზომა იმისათვის, რომ ირანი აიძულონ ურანის გამდიდრება შეიარაღების დონემდე შეაჩეროს.