უძველესი ბრილიანტი - Beau Sancy - აუქციონზე 10 მლნ დოლარად გაიყიდა. მსხლის ფორმის ძვირფასი ქვის ახალი მფლობელი უცნობია, რადგანაც ბრილიანტის მყიდველის ვინაობა არ კონკრეტდება. აუქციონის დაწყებამდე, ბრილიანტის შეძენის სურვილი 5 სუბიექტმა გამოთქვა და მისი საწყისი ღირებულება 1,85 მლნ. დოლარად იყო განსაზღვრული.
Sotheby's აუქციონის სახლმა Beau Sancy-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე ბრილიანტი უწოდა, რომელიც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
მეცნიერთა ვარაუდით, ბრილიანტი ინდოეთშია მოპოვებული და პირველი მისი მყიდველი 1500-იან წლებში ლორდი ნიკოლია დე ხარლი გახდა.1604 წელს კი ბრილიანტი საფრანგეთის მეფე ჰენრი IV-მ იყიდა და თავის მეუღლეს მარია მედიჩს უსახსოვრა. 35 კარატიანი ბრილიანტი 1610 წლამდე მარია მედიჩს ამშვენებდა და ამის შემდეგ ის ხელიდან ხელში გადადიოდა.