რუსეთის ოპოზიცია წუხელ ჩისტიე პრუდიზე მათი საპროტესტო მშვიდობიანი ბანაკის დაშლის შემდეგ მეორე ბანაკს უკვე არბატზე ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბანაკი სადღეღამისო იქნება. ორგანიზატორები ამ ბანაკისაკენ ხალხის დინებას საღამოსკენ ელიან.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ჩისტიე პრუდუზე ოპოზიციის ბანაკის დაშლისა და ამ აქციის მონაწილეების დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეტრო "ბარიკადნაიას" სკვერში გადაინაცვლეს, თუმცა საბოლოოდ ბანაკის გახსნა არბატზე გადაწყვიტეს.