დღეს, 17 მაისს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დროებითი მთავრობის ფიიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. პრემიერ მინისტრმა პანაიოტის პოკრამენოსმა დროებითი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.
საგარეო უწყებას პეტროს მოლივიატისი უხელმძღვანელებს, შს სამინისტროს ანტონიოს მანიტაკისი, ფინანსთა სამინისტროს გეორგიოს ზანიასი, თავდაცვის სამინიტროს კი ფრანგოს ფრანგულისი ჩაუდგება სათავეში.
6 მაისს გამართული არჩევნების შემდეგ პატრიებმა ვერ შეძლეს შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნაზე. სწორედ ამის გამ იქმნება დროებითი მთავრობა. ახალი არჩევნები საბერძნეთში 17 ივნისს გაიმართება.