ხვალ, 22 იანვარს, 13:00 საათზე, პარტია "თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, ჩაატარებს პრესკონფერენციას თემაზე "მხილების მუზეუმი".
"თეთრების" ინიციატივით, საქართველოში, პირველად, ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, ამხილოს ხელისუფლება სიყალბეში, ტყუილში, კორუფციაში, დემაგოგიაში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მამხილებელი მასალა წარმოადგინონ როგორც დოკუმენტალური, ასევე ფოტო-, ვიდეო- და აუდიოჩანაწერის სახით. ყველას ექნება შესაძლებლობა, თანამდებობის პირების მამხილებელი ექსპონატები, (როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების) სახალხო მუზეუმში განათავსოს", _ აღნიშნულია "თეთრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი ინფორმაციიით, "თეთრები~ ყოველ კვირას გამართავენ პრესკონფერენციას, სხვადასხვა მამხილებელ ფაქტთან დაკავშირებით. A
ხვალინდელ ბრიფინგზე, თემურ შაშიაშვილი, მედიისთვის განცხადებას გააკეთებს პირველი მამხილებელი თემისა და დოკუმენტის შესახებ.