თბილისში ვიზიტით მყოფმა, ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალურმა მდივანმა ერიკ ნულენმა და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლივ მარშალმა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენში" გამართეს შეხვედრები.
"ჯი-ეიჩ-ენის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ, მთავარმა რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ და სააგენტოს რედაქციების ხელმძღვანელებმა სტუმრებს ქართულ მედიაში არსებული ვითარება და "ჯი-ეიჩ-ენის" საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული მედიის მისწრაფებაზე - იყოს ევროპული ფასეულობებების მატარებელი და სრულყოფილად ჩამოყალიბდეს, როგორც მეოთხე ხელისუფლება.
"პრობლემები არსებობს ყველგან, არის ჩვენთანაც, მაგრამ უმთავრესი საზომი ქართული მედიისთვის არის ევროპული სტადარტები. ისევე, როგორც ქვეყანა მისწრაფის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ქართული მედია ცდილობს, დაამკვიდროს ევროპული სტადარტები. შეიძლება ყოველთვის ვერ ვაღწევთ სასურველს, მაგრამ მთავარია, რომ გვაქვს სწორი ორიენტირი, დიდი სურვილი და შემართებაც", - განაცხადა მირცხულავამ.
"ჯი-ეიჩ-ენის" მთავარმა რედაქტორმა თემურ ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ დასავლური მედიატრადიციები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, რასაც საზოგადოების შინაგანი სურვილიც უწყობდა ხელს.
"დემოკრატიული ფასეულობები და სიტყვის თავისუფლების ის სტანდარტები, რომელიც ამჟამად დასავლეთშია და რომლისკენაც ჩვენც მივისწრაფით, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. გვესმის, რომ ერთბაშად ამის დამკვიდრება საქართველოში ძნელი იქნება, მაგრამ უნდა დავძლიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა და არ უნდა გადავუხვიოთ იმ გზას, რომელიც უპირველესად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის იქნება სასარგებლო", - განაცხადა ჭუმბურიძემ.
"Press Association"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლივ მარშალმა აღნიშნა, რომ ობიექტური ინფორმაცია არის უდიდესი იარაღი, რომელიც აუცილებელია, პირველ ყოვლისა, თავად დამოუკიდებელი მედიისთვის.
"იმისათვის, რომ მედია ჩამოყალიბდეს მეოთხე ხელისუფლებად, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ობიექტური ინფორმაცია. დემოკრატიული საზოგადოებაში მედია არ შეიძლება იყოს მხარე, მეტიც: დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს ვერ შეუწყობს ტენდენციური მედია. რაც უფრო დისტანცირებული იქნება მედია ხელისუფლებისგან და პოლიტიკური ძალებისგან, მით უფრო მეტ პატივისცემასა და გავლენას მოიპოვეს საზოგადოებაშიც და საბოლოდ ეს იქნება ყველაზე პოზიტიური საქმე, რომელსაც მედია საკუთარი ქყვენისთვის გააკეთებს", - განაცხადა მარშალმა.
ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალურმა მდივანმა ერიკ ნულენმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ EANA თავისი საქმიანობით ხელს უწყობს არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის და მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, არამედ დემოკრატიული პროცესების განვითარებასაც.
"ფრანს პრესი", "პი-ეი", "აპა", "ბტა" და ალიანსში შემავალი ნებისმიერი სააგენტო, სხვა მედიასაშუალებები, რომლებიც ათეულობით წლებია არსებობენ, ქმნიდნენ ის სტადარტებს, რომელსაც ახლა სიტყვის თავისუფლებას უწოდებენ. ეს არ იყო ადვილი გზა, მაგრამ ეს გზა უნდა გაიროთ თქვენც. დემოკრატია არ არსებობს სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის გარეშე", - განაცხადა ნულენმა.
17 მაისს ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის დელეგაცის წევრები ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გაიმართება შეხვედრა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან. სტუმრები ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, შემდეგ კი ქალაქ მუზეუმს მცხეთას დაათვალიერებენ.
18 მაისს სტუმრები ოკუპაციის მუზეუმს და თბილისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ხელმძღვანელობასთან.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე ნულენი და მარშალი ალიანის გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ მოხსენებას, რომელის საფუძველზედაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსი - EANA თავის რიგებში აერთიანებს ევროპის ქვეყნების ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს. მათ შორის: AFP, Press Association, LUSA, EFE, ANSA, BTA, SDA, BELGA, ANP, DPA, RITSAU, APA, ITAR-TAAS, UKRINFORM, PAP და ა.შ..