უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირეს წინადადებას დღის წესრიგში ჩართონ კანონიპროექტი 2012 წლის ამნისტიის შესახებ, რომლის მოქმედების ქვეშ ხვდებოდნენ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო.
ამ წინადადებას მხარი მხოლოდ 142 -მა დეპუტატმა დაუჭირა საჭირო 266-ის ნაცვლად.
ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება იულია ტიმოშენკოსა ა იური ლუცენკოზეც გავრცელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოიწვიოს ევროპელი იურისტები იულია ტიმოშენკოს საქმეზე მიმდინარე საკასაციო პროცესზე. მან ასევე პირობა დადო, რომ ეს პროცესი მაქსიმალუად გამჭვირვალე და ღია იქნება.
ამასთან ერთად, იულია ტიმოშენკოს საქმეზე საუბრისას, ახლანდელმა პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი მიდის ყოფილი პრემიერის არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აამედ მის მიერ მთავრობის დირექტივების გაყალბებაზე, რომელთა საფიძველზეც ხელი მოაწერეს უკრაინისათვის არამომგებიან გზის კონტრაქტს რუსეთთან.
ამასთან ერთად აზაროვმა აღნიშნა, რომ ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში ეს კონტრატი გასაიდუმლოებული იყო.
"მე პირველად 2010 წლის მარტში წავიკითხე ეს კონტრაქტი... მე წავიკითხე ეს შემზარავი პირობები და პირველი რითიც დავკავდით რა თქმა უნდა ტიმოშენკო არ იყო. ჩვენ, ის, ასი წელი არ გვჭირდება", _ განაცხადა აზაროვმა.