თერჯოლის რაიონის სოფელ Qქვედასიმონეთში 13 წლის მოზარდი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.
იმ ადგილას, სადაც ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს ელექტროგადამცემი ხაზები დასაშვებ ნორმაზე დაბლაა.
მოზარდი სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენს შეეხო, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლის ხელი და სხეულის ნაწილი დამწვარი ჰქონდა.
ადგილობრივების განცხადებით, ელექტროსსადენების პრობლემა სოფლის მოსახლეობას უკვე დიდი ხანია აწუხებს და ბოლო პერიოდში სადენებმა პირუტყვიც იმსხვერპლა.
მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, სადაც გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენენ.