დღეს დილით მოსკოვის პოლიციამ "ჩისტიე პრუდში" ოპოზიციის ბანაკი დაარბია. დაკავებულია 20 ადამიანი.
ოპოზიციის ლიდერის ლევ იაშინის თქმით, წუხელ "ჩისტიე პრუდში" ასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
"პოლიციამ გამოყენა ძალა. ისინი მიათრევდნენ ადამიანებს სპეცმანქანებში ჩასასმელად. სპეციალური საშუალებები პოლიციას არ გამოუყენებია იმის გამო, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. იმ დროს როდესაც აქ პოლიცია გამოჩნდა ადამიანების უმეტეს ნაწილს ეძინა", - განაცხადა იაშინმა.
ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს ახალი ბანაკის გაკეთება. თუმცა ყველა წინასწარ გაცხადებულ ადგილას პოლიციის ძალებია მობილიზებული.
ამჟამად აქტივისტები ცდილობენ მეტრო სადგურ "ბარიკადნაიასთან" შეკრებას.
იაშინის თქმით, სწორედ აქ იგეგმეება ახალი ბანაკის მოწყობა. იგი ვარაუდოობს, რომ პოლიცია მთელი დღის განმავლობაში შეეცდება აქტივისტებს ხელი შეუშალოს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ მოსკოვის პოლიციამ ბასმაჩის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გაათავისუფლებდა "ჩისტიე პრუდს".