დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე, ევროპის კვირეულის ფარგლებში, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო პანელი თემაზე "ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის".
მომხსენებლები: ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ პრორექტორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი.