დღეს, 16 მაისს, თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალური მდივანი ერიკ ნულენი და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელი დირექტორი კლივ მარშალი პირველ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
ერიკ ნულენი და კლივ მარშალი ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალურ დირექტორს გოჩა მირცხულავას და მთავარ რედაქტორს თემურ ჭუმბურიძეს შეხვედებიან.
"ჯი-ეიჩ-ენის" ხელმძღვანელები სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას, არელსა და ქართულ მედიაში არსებულ ვითარებას გააცნობენ.
როგორც ახალი ამბების სააგენტო "ჯი ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა აცხადებს, ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის დელეგაციის სტუმრობა საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"ალიანსის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყეტილება, რომ მისი დელეგეცაია საქართველოში ჩამოსულიყო. მათ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" სიამოვნებით უმასპინძლებს. ალიანსი აერთიანებს ევროპის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებს, რომლებსაც მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტი აქვთ. სტუმრები გაეცნობიან, როგორც ჩვენი სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ასევე მათ აინტერესებთ რამდენად თავისუფალია საქართველოში მედია, რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს და ასევე - რა როლს ასრულებს მედია ქვეყანაში დემოკრატიულლი პროცესების დამკვიდრებაში", - განაცხადა მირცხულავამ.
დღესვე ერიკ ნულენი და კლივ მარშალი სააგენტოს მიმართულებების ხელმძღვანელებთანაც გამართავენ შეხვედრას. მოგვიანებით ისინი ძველ თბილისს დაათვალიერებენ.
17 მაისს ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის დელეგაცის წევრები ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. გაიმართება შეხვედრა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარესთან ზვიად ქორიძესთან. სტუმრები ეწვევიან ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, შემდეგ კი ქალაქ მუზეუმს მცხეთას ეწვევიან.
18 მაისს სტუმრები ოკუპაციის მუზეუმს და თბილისის ღირშესანიშნაობებს დაათვალლიერებენ. გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ხელმძღვანელობასთან.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ნულენი და მარშალი ალიანის გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ მოხსენებას, რომელის საფუძველზედაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსი - EANA თავის რიგებში აერთიანებს ევროპის ქვეყნების ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს. მათ შორის: AFP, Press Association, LUSA, EFE, ANSA, BTA, SDA, BELGA, ANP, DPA, RITSAU, APA, ITAR-TAAS, UKRINFORM, PAP და ა.შ..