საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სოციალისტი ჟან-მარკ აირო დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.
ჟან-მარკ აიროს "უკომპრომისო რეფორმისტის" რეპუტაცია აქვს. უახლოეს მომავალში ჟან-მარკ აიროს საფრანგეთის მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლლანდი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.