გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს თანამშრომლებთან ფეხბურთის თამაშის დროს მარცხენა ხელი მოიტეხა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა მარტინ ნესირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია მცირე ტრავმაზე. ამის მიუხედავად, პან გი მუნი იძულებული იქნება თვე-ნახევრის განმავლობაში თაბაშირი ატაროს. პრესმდივნის განცხადებით, პან გი მუნი თავს მშვენივრად გრძნობს.
თავად პან გი მუნი აცხადებს, რომ მოტეხილობა წერასა და ხელის ჩამორთმევაში ხელს არ შეუშლის. მომხდარის შემდეგ შეიცვლება თუ არა გენერალური მდივნის სამუშაო გრაფიკი, მის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია.
სააგენტო France-Presse-ის მონაცემებით, 67 წლის პან გი მუნი რეგულარულად მონაწილეობს გაეროს მიერ ორგანიზებულ მსგავს შეჯიბრებებში. ამის გარდა, გენერალური მდივანი სირბილითაცაა გატაცებული.