საქართველოში ჩინური ენის გაძლიერებული სწავლება იწყება. აგვისტოდან საქართველოში ჩინურის მასწავლებლები ჩამოვლენ და დაიწყებენ მუშაობას "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროგრამის ფარგლებში.
ჩინეთის საელჩოში პროექტის მოსამზადებელი შეხვედრა უკვე გაიმართა.
განათლების სამინისტროსა და კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის გადაწყვეტილებით, საქართველოში აგვისტოში ჩინური ენის 10 პედაგოგი ცამო. ისინი სპეციალობით ფილოლოგები არიან.
პირველ ეტაპზე პროგრამა განხორციელდება თბილისის 10 საჯარო სკოლაში. ჩინური ენის პედაგოგები კი ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ. სწავლება უფასო იქნება.