გაზეთმა "ალიამ" დღევანდელი ნომერში საქართველოს პრეზიდენტის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც როგორც გამოცემა იუწყება, მილანშია გადაღებული.
გამოცემა წერს, რომ "5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობა!!!".
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია.
ოფიციალურად მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ 13 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში იმყოფებოდა და საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრების მატჩს დაესწრო. 14 მაისს კი პრეზიდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პირველი პირის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, შესაძლოა, სპონტანურად დაიგეგმოს და განხორციელდეს კიდეც.