დღეს, 15 მაისს, სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" ლიდერი, პროფესორი ნესტან კირთაძე ოფიციალური ვიზიტით ევროპაში მიმეგზავრება.
როგოორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნესტან კირთაძემ განუცხადა, ვიზიტი ოფიციალური ბრიუსელის მიწვევით დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება პარიზში, სტრსბურგში, ბრიუსელში და ბერლინში.
ვიზიტის ფარგლებში ნესტან კირთაძე ევროპის პოლიტიკურ ლიდერებთან, დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან და ევროპის წამყვან ექსპერტთა ჯგუფებთან წარადგენს "ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სახლს".
"განვიხილავს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შინაარსის პროექტებსა და ინიციატივებს, რათა ხელი შეეწყოს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის პირდაპირ დიალოგს, ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღსადგენად. აღნიშნული განავითარებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციულ პროცესებს რეგიონში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ნესტან კირთაძე აგრეთვე განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და დიდ ადგილს დაუთმობს 2012 წლის შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებს და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობასა და განვითარებას ქვეყანაში.
ნესტან კირთაძე პარიზში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებშიც.
კირთაძე სამშობლოში 31 მაისს დაბრუნდება.