აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთში დაგეგმილ აზია წყნარი ოკეანის სამიტზე არ ჩავა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა. მიზეზებზე ჯეი ქერნიმ ყურადღება არ გაამახვილა, თუმცა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის არსებობის მიუხევადად რჩება რიგი საკითხებისა, რაზეც შეთანხმება ჯერ ვერ მიაღწიეს.
კერნიმ აქვე დაამატა, რომ ამ პრობლემამ მათი ურთიერთობები არ უნდა გააფუჭოს.
ვაშინგტონი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სექტემბერში ვლადივოსტოკში დაგეგმილ აზია წყნარი ოკეანის სამიტს ჰილარი კლინტონი დაესწრება.
რუსეთში ვიზიტი გადაიდო, მაგრამ ობამა და პუტინი ერთმანეთს ივნისში მექსიკაში დაგეგმილ დიდი ოცეულის შეკრებაზე მაინც შეხვდებიან.