ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმოადგინა ანგარიში, სადაც გაეროს მიუთითა არასაკმარის ყურადღებაზე, მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიცითის გამო. ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მიერ მიღებული წყლების უხარისხობაზე. ორგანიზაციის ექსპერების განცხადებით, მეტწილად არ კონტროლდება არტერიული ჭებიდან მიღებული წყლების ხარისხი.
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის განცხადებით, ძნელია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენოობის დადგენა, რომელთათვისაც ხელმისაწვდომი არაა სასმელი წყალი, თუმცა, შესაძლოა, ეს რაოდენობა 4 მილიარს აღწევდეს, რაც დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი მუნმა განაცხდა მსოფლიოში 800 მილიონი ადამიანის გამოსაყენებლად ვარგისი წყლით მომარაგების შეუძლებლობის გამო.