ხვალ, 15 მაისს, 18:00 საათზე, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი წარმოადგენს გამოფენას "გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის გერმანული კვირეულის ფარგლებში".
ექსპოზიციაზე პაულა მოდერზონ-ბეკერის და ვორპსვედეს ხელოვანთა კოლონიის, ტრადიციული და დაზგური გრაფიკა (1895-1905 წლებში) იქნება წარმოდგენილი.
"ხატვისას სულაც არ არის საჭირო მხოლოდ იმაზე ფიქრი, რასაც უშუალოდ ხედავ. მნიშვნელოვანია ის, რასაც გრძნობ." ეს ციტატა ახალგაზრდა პაულა მოდერზონ-ბეკერს (1876-1906) ეკუთვნის და ცხადყოფს, რომ ის მე-19/მე-20 საუკუნის მიჯნაზე იმ ხელოვანთა რიგს ეკუთვნის, ვინც მკაცრი აკადემიური მიმართულებების ოპოზიციაში იყვნენ. მოდერზონ-ბეკერი ვორპსვედეს ხელოვნების კოლონიაში დასახლდა იმისთვის, რომ სახელოსნოს გარეთ, ბუნებაში ემუშავა. თუმცა მისი კოლეგებისგან (ოტო მოდერსონი, ფრიც მაკენსენი, ჰანს ამ ენდე, ფრიც ოვერბეკი და ჰანრიხ ფოგელერი) განსხვავებით, მისი შთაგონების წყარო არა იმპრესიონისზმი და იუგენდშტილია, არამედ სეზანი, ვან გოგი და გოგენი. სწორედ მათი გავლენით ამბობს უარს მოვლენის უშუალოდ გამოსახვაზე და უფრო მის შიდა არსს ეძიება.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 15 ივნისამდე გაგრძელდება.